“რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

რუსთავში გარკვეულ მისამართებზე წყალმომარაგების აღდგენა გადავადდა. ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

გუშინ, 1 მარტს რუსთავში, კომპანია ,,რუსთავის წყლის” მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანია “რუსთავის წყლის” ინფორმაციით, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღსაღდგენი სამუშაოები ამ დრომდე  გრძელდება.

ამასთან, კომპანიის ცნობით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  პროცესი გართულდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია.

კერძოდ, რუსთავის მარჯვენა სნაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქ გარდაბანს წყალმომარაგება დღეს, 09:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათზე აღუდგება.

“წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო პროცესის გართულდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია.”-ნათქვამია განცხადებაში.