პარლამენტს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ელისო ბოლქვაძე წარადგინეს

პარლამენტს ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა წარედგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ბოლქვაძის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

ცნობისთვის, კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო.