ფარულ აუდიო-ჩანაწერზე გამოძიება გრძელდება- რას ითხოვს პროკურატურა “ტვ პირველისგან”?

ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვება-გამოქვეყნების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა “ტვ პირველისგან” იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.

ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო. საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების კვალიფიკაცია მიეცა. უკვე დაგეგმილია აუდიომასალის ავთენტურობის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაც.