რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საქართველოში 5350 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 2719 უკვე აიცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ სამედიცინო პერსონალი პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. მან კომენტარი AstraZeneca-ს შესაძლო გვერდით მოვლენებზეც გააკეთა.

„ბოლო დღეების განმავლობაში იყო საკმაოდ აქტიური განცხადებები AstraZeneca-ს სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ. ამ დროისთვის არც ევროპის წამლის მარეგულირებელი, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს მიზეზშედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გვერდით მოვლენებს შორის“,- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.