საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციისთვის 4 456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა რეგისტრაცია, აცრილია 1143 ადამიანი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადასცა.
“ექიმები მოტივირებულები არიან ვაქცინაციის პროცესის მიმართ. ჩვენ ვართ მჭიდრო კონტაქტზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ევროპის მარეგულირებელთან, სადაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე თათბირი, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდეგი ვაქცინაციის პროცესი და ასევე რა რეკომენდაციები იქნება გაცემული. რის თანახმადაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც შემდგომში იმოქმედებს.“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.