რამდენი სკოლაა დისტანციური სწავლების რეჟიმზე რუსთავში?

რუსთავში დისტანციური სწავლების რეჟიმზე ამ დროისთვის 4 საჯარო სკოლაა გადასული. როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში TV4-ს განუცხადეს, ონლაინ რეჟიმში ამ დროისთვის 22-ე, მე-7, მე-12 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ.

აღნიშნული სკოლების დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს უკავშირდება.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება.