რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ორ ახალგაზრდას ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.