რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. ამ და სხვა საკითხებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იმსჯელეს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი გაიზარდა როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილში და 59 750,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ცვლილება შევიდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლეთა ქვეპროგრამის წესში და გაიზარდა მუნიციპალიტეტის მხრიდან სუბსიდირებულ პირთა რაოდენობა. პროგრამას დაემატა ისეთი კატეგორიის მოქალაქეები, როგორცაა მარტოხელა, მრავალშვილანი მშობლები, საპატიო რუსთაველები და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს, თბილისის ქუჩისა და XX, XXI მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიებზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის დადგენილებაში.
ვადის ამოწურვის გამო, შეიქმნა და ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, საკრებულოში მოქმედ ვეტერანების, ტურიზმის და საერთაშორისო საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს.