25 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, პობედა, ჯანდარა, ნაგები, მარტყოფი, ვაზიანი, დიდი ლილო, ლოჭინი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში მაშავერა, კიზილქილისა, ტნუსი, ვარდისუბანი, ჯავახი, კაკლიანი, განთიადი და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.