რუსთავის N22 საჯარო სკოლაში “კოვიდ-19”-ის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულია მასწავლებელი.
როგორც სკოლის დირექტორმა, ეკა ცხვედაძემ TV4-ს განუცხადა, მასწავლებელი ბოლოს სკოლაში 16 მარტს იმყოფებოდა და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მოგვიანებით, კორონავირუსი პედაგოგის ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ტესტი პეადგოგმა ჩაიტარა. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის და ვირუსის დადასტურების შემდეგ, მასწავლებელი სკოლაში აღარ მისულა. კორონავირუსი მასწავლებელს 19 მარტს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ადმინისტრაციამ უკვე გაგზავნა მიმართვა განათლების სამინისტროში, რომ მთელი სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.