საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს არალს შორის 24 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსთავში, აზიის განვითარების ბანკის დონორობით, ახალი სპორტკომპლექსი აშენდება. პროექტის ღირებულება ჯამში 19 მილიონ 104 ათას 390 ლარია.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.