ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომანქანა შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კლინიკაში რჩება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.