რუსთავში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გამსახურდიას ხსოვნას რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა პატივი მიაგეს.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერში,  გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიუსტი 25 ოქტომბერს გაიხსნა.