ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსზე ჩატარებული 169 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ოთხი იყო. ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსზე 109 ადამიანი გამოიკვლიეს, ოთხის პასუხი დადებითია. გუშინ გაგზავნილი 8 “პი-სი-არ”ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
რაც შეეხება N1 დიაგნოსტიკურ ცენტრსა და კლინიკა “რუსთავს”, გამოკვლეულია 60 ადამიანი და კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.