რუსთავში მასობრივი აცრის ცენტრი შეიქმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდ ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, აცრის ცენტრები შეიქმნება.

მისივე ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს და ცენტრები სავარაუდოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც მსოფლიოში კოვიდვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება.

“ვმუშაობთ ამ დიზაინზე, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი გვინდა, რომ შეიქმნას მასობრივი აცრების ცენტრები. ცენტრების  გამტარუნარიანობა დღეში იქნება თითოეულის 4 000-მდე აცრა და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი მარაგები ვაქცინებისა ქვეყანაში გვექნება.

დღეს იცით, რომ მარაგები არის გარკვეულად შეზღუდული იმიტომ, რომ მსოფლიო ბაზარზე არის სერიოზული დეფიციტი. თანდათანობით ეს პროცესი სულ უფრო და უფრო იხვეწება, მსოფლიოში 560 მილიონი ადამიანია აცრილი, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ ჯერჯერობით 4%-მდე სამიზნის. “-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.