რუსთავში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართა

“რუსთავველოს” ორგანიზებით ქალაქში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში დაახლოებით 50-მა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა  ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და ცენტრალური ქუჩების გავლით, რუსთავის მთავარ მოედანზე დასრულდა.

ველომსვლელობა რუსთავში ყოველი თვის ბოლო კვირას იმართება და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია.