საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საგარეჯოში მამაკაცებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. დაშავებულია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ ეტაპზე კონფლიქტის ზუსტი მიზეზი უცნობია.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.