სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე „ფეისბუქში“.