სამეფო ოჯახი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა.

“მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება განსხვავებულია, ჩვენ ის სერიოზულად მივიღეთ და მას ოჯახის მიერ პასუხი გაეცემა პირადად. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები,” – აღნიშნულია სამეფო სახლის განცხადებაში.

8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ.