გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 სექტემბერს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ძველი ქვეში, მუშევანი, ტანძია, წიფორი, იწრია, ქვეში და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი.
10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ქვემო და ზემო კარაბულახი, გომარეთი, ორმაშენი, ახა, ედაგდაღი, საჯა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, გოლთეთი, ქსოვრეთი, არნაუთი.
12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, ახალსოფელი. 16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო, აღთაკლია.
14:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მე-20 და 21-ე მიკრორაიონებში, შარტავას, ჩერკასკის, ლეონიძის ქუჩებზე.
16:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, თაკალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









