სარჯველაძე: უხსნელია, რატომ იკავებენ თავს პარლამენტში შესვლისგან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ მიიღებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

„ვინ მიიღებს პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებას, ეს მათზეა დამოკიდებული. პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია, რადგან როცა სენატში ასეთი განცხადებები გაკეთდა, ჩემთვის აუხსნელია, რატომ იკავებენ თავს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლისგან.

არგუმენტები, რომელიც სახელდება, რომ რეპუტაციული ზიანის მატარებელია თუ ელექტორალური, არ ვიცი, ეს ჩემთვის გასაგები არ არის. არჩევნები არ გაყალბებულა, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარდა. ასეთ ფონზე განცხადება, რომ პარლამენტში არ შევდივარ, უარგუნენტოა. სწორ-უსწოროზე არ არის საუბარი, აღარ არსებობს არგუმენტი და ეს ფორმალურადაც კი არ სახელდება. დარწმუნებული ვარ, განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, ოპოზიციის მხრიდან იოტისოდენა პასუხისმგებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაპირობებს იმას, რომ მათ უბრალოდ მოუწევთ შეცვალონ დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან მიმართებაში და ხელმოერედ არ უნდა ვიხილოთ დასრულებული მოლაპარაკება, რომლის შემდეგაც რომელიმე პოლიტიკოსი იტყვის, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაზეც წამსვლელები იყვნენ, ეს იყო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.