საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

“აღნიშნული ფაქტის გამო, ვებ-გვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები” – ნათქვამია ინფორმაციაში.