საქართველოში ვიზიტით მყოფი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

„კოვიდმა“ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ არ შეუცვლია საქართველოს ძლიერი და სტაბილური გზა ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„კოვიდმა“ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ არ შეუცვლია საქართველოს ძლიერი და სტაბილური გზა ევროპისკენ. გასულ თვეს ჩემი ვიზიტი ბრიუსელში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტი თბილისში ძლიერი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.