საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

საქართველოში ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს. ეს არის პირველი პრეცედეტი, რომლის მსგავსი ფაქტი ქვეყანაში ამ დრომდე არ ყოფილა. ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს.

2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი “მამრობითი” “მდედრობითით” შეიცვალა.