ქობულეთში სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდნენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.