სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედება – გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

აქტივისტსა და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილ წევრს გოგი წულაიას ბრალიდა დაუმძიმდა.  მისი ადვოკატის ინფორმაციით, 116-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას. აღნიშნული მუხლი, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, წულაიამ დღეს პროტესტის გამო შიმშილობა დაიწყო.