“სპარის” ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია “სპარში”, მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

“სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა – 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.