სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია ერთი პირი

სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული ფონიჭალაში. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღების დროს დააკავეს.

ფონიჭალაში ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. აყვანილი პირის ავტომანქანის ჩხრეკა მიმდინარეობს.