სუბარი: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ინგლისურის სწავლება დაუწყო ჟოზეფ ბორელს

საქართველოს ოპოზიცია ძალიან უცნაურად იქცევა. თუ რაიმე განცხადება მოსწონთ ამას აცხადებენ, როგორც ბიბლიურ ჭეშმარიტებას და თუ რამე განცხადება არ მოსწონთ, ამ შემთხვევაში ისინი სრულიად დესტრუქციულად იქცევიან– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„იყო კრიტიკა ისეთი სახისაც, თითქოს საქართველოში არ იყო საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები, ამიტომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკვირვებას ვერ შეძლებდნენ, რაც ასევე ძალიან ძალიან არასერიოზული მტკიცებულებაა. საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იყო. როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლები საკმარისი არ არის, როგორც წესი, ისინი ეყრდნობიან ხოლმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგრამ ამ კონკრეტულ შეთხვევაში მათ, როგორც ჩანს, ნათლად დაინახეს, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულები იყვნენ. ამის მკაფიო მაგალითია, როდესაც მოხდა პივიტის გაყალბება. ამიტომ, მათ ის დასკვნები გააკეთეს, რაც დაინახეს და ძალიან მკაფიოდ დაინახეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი და შედეგი ასახავს იმას ვისაც მისცა ხმა ამომრჩეველმა“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, მელმა მსოფლიომ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, როგორც დემოკრატიული.

„საქართველოს ოპოზიცია ძალიან უცნაურად იქცევა. თუ რაიმე განცხადება მოსწონთ ამას აცხადებენ, როგორც ბიბლიურ ჭეშმარიტებას და თუ რამე განცხადება არ მოსწონთ, ამ შემთხვევაში ისინი სრულიად დესტრუქციულად იქცევიან. არა მხოლოდ განცხადების ავტორს აკრიტიკებენ, მთლიანად დასავლეთს აკრიტიკებენ, ჩვენს მეგობარ სამყაროს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო, როდესაც სააკაშვილმა ევროპა დაადანაშაულა კოლონიალიზმში. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიხსენია, როგორც კოლონიზატორები საქართველოს და უკრაინის მიმართ. ასეთი მიდგომა არასწორია. ევროპა ჩვენი მეგობარია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია. ისინი ჩვენ გვეხმარებიან ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში. რა თქმა უნდა, დასავლეთში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეიძლება განსხვავებული აზრები ჰქონდეთ. ზოგი ოპოზიციისთვის მიუღებელი, ზოგი ხელისუფლებისთვის არანაკლებად მოსაწონი, მაგრამ ჩვენ მთლიან სურათს უნდა შევხედოთ. მთლიანი სურათი არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. ორად ორი მხარე ვიცი, ვისაც ამაზე აღიარება არ გაუკეთებია. ერთი ეს ქართული ოპოზიციაა და მეორე, მგონი რუსეთისგან არ მომისმენია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა სუბარმა.