უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვაა

#რახდებაგზებზე- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაცისას ავრცელებს.

კერძოდ, დეპარტამენტის ცნობით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-17) ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია