უგულავა: შეთანხმება ვერ შედგება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან

მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებზე არ წამოადგენს ნიკა მელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლო რეზულტატისთვის დიალოგი საჭიროა.

„მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებზე არ წამოადგენს ნიკა მელია. გავიხსენოთ, „ძვირფასმა ხელისუფლებამ“ ზუსტად ამ დროს, შარშან მე დამიჭირა. პრაქტიკულად მოლაპარაკებებიდან ამაცალა. გვახსოვს, იყო წყვეტა. შემდეგ მოლაპარკებები დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით, რომელიც ხელისუფლებამ ჯერაც არ შეასრულა რურუას ნაწილში. ამიტომ, ეს ერთიანი ნაწილია. ლაპარაკი საჭიროა რეზულტატისთვის. პირველი და მთავარი რეზულტატი იმისათვის, რომ დიალოგი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა ყველაზე მსხვილი ოპოზიციის თავმჯდომარე იყოს მაგიდასთან და არა ციხეში. შესაბამისად, ვადებიც განსაზღვრულია“, – აცხადებს უგულავა.