ქართული ოცნების ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა.
აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის კედლებზე ბერა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.