“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს. საკითხებს შორის იქნება ევროპარლამენტში გამართული დებატები და თვითმმართველობის მომავალი არჩევნები.

“ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს სისტემატური შეხვედრები. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში მიმდინარე დებატები, ასევე შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოში, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებს და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ყოველთვის”,- განაცხადა ტალიაშვილმა.