„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყველა მიმდინარე საკითხზე, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესზე, იქნება მსჯელობა.

დღის წესრიგის მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ დაგეგმილია უმრავლესობის სხდომაც, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზეც ერთ-ერთი თემა სავარაუდოდ მოლაპარაკებების პროცესი იქნება.

დეტალურად რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის წევრები ჯერ პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ უმრავლესობის სხდომის ფორმატებში, ამ შეხვედრების დასრულების შედეგ გახდება ცნობილია.

სავარაუდოდ, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლება, მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვა. შვედი დიპლომატი საქართველოში დღეს ღამით ჩამოფრინდება, თუმცა მხარეებთან შეხვედრების განახლებას დანიელსონი, ორშაბათიდან გეგმავს.