ქობულეთში, საცხოვრებელ კორპუსში ბინა გაქურდეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ბინის კარი გატეხილი დახვდათ.
როგორც დაზარალებულები ამბობენ, ბინიდან 15 000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.