შეთანხმება ვერ შედგა – დანიელსონთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი შეთანხმების გარეშე დამთავრდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა.

მედიატორის თქმით, მან წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ძალაუფლების გადანაწილებას პარლამენტში და უზრუნველყოფდა ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე.

მისივე განმარტებით, არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. შვედი დიპლომატიის განცხადებით მუშაობა გაგრძელდება. კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კომპრომისებისკენ და მაღალი პასუხისმგებლობისკენ.

მედიატორი და პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის თბილისის ოფისში ხვდებოდნენ ერთმანეთს. კრისტიან დანიელსენის მედიაციით მოლაპრაკებების პროცესი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.