ჩიხლაძე: განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხი განიხილება.

მისი ინფორმაციით, კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა აქვთ.

“განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ინფორმაციას არ ადასტურებენ.