მე განწყობამ გამახარა. საქართველომ ეს აღიქვა, როგორც ზეიმი, ძალიან დიდ იმედებს იძლევა, რომ პანდემიას დავძლევთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აცრილი იქნება.
“ვაქცინა რადგან დაიძრა, ხელშეკრულებებია გაკეთებული, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის ჩატარება მას მარტის ბოლოს, აპრილის პირველ რიცხვებში უწევს, რადგან კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღე უნდა იყოს გასული.