13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის გამო, 50 წლის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო, 50 წლამდე კაცი დააკავეს.

გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.