14 მარტის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 000-ზე მეტი ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა.