17 მარტის კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 067-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.