საქართველოში კორონავირუსი კიდევ 369 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 384, გარდაიცვალა 3 674 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით.