21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ქალაქის “შშმ პირთა ცენტრში” მივიდნენ და დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.