22 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში: 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.