24 მარტის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93% ბოლო 14 დღის – 1,59%, ბოლო შვიდი დღის – 1,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 გამოჯანმრთელდა, 3 722 კი, გარდაიცვალა.