24 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 06:30-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, ლესელიძის, კიკვიძის, მარჯანიშვილის, დადიანის, 9 ძმა ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, მოლაოღლი, ზემო სარალი, ხულდარა, კიროვკა, ცოპი, ახლო ლალო, ტაზაკენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, რადიოსტუდია, დიდი ლილო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.