26 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს 07:00-დან 07:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, ხულდარა, კასუმლო, იმირჯალა, სეიდგოჯალო, არაფლო, შულავერი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 17:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, კაპანახჩი, კალინინო, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.