თელავში მოზარდი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ გოგო ძმამ სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი,  1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

გამოძებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგოზე წინასწარი შეცნობით სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნული ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც  გოგოზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

“ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.