27 მარტს მსოფლიო ,,დედამიწის საათს’’ აღნიშნავს

დღეს მსოფლიო “დედამიწის საათს” აღნიშნავს, – როგორც წესი, ღონისძიება მარტის ბოლო შაბათ დღეს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 187 ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი იღებს. ისინი, 1 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

უკვე 13 წელია რაც ამ ღონისძიებას საქართველოც უერთდება. დღეს, თბილისის დროით, 20:30 – 21:30 შუალედში, საქართველოს პარლამენტის შენობაში და ფასადზე ელექტროენერგია გაითიშება.