27 მარტს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, აღთაკლია, ველი, გაჩიანი, ფონიჭალა, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში; 29 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, მარაბდა, ქოთეში, დურნუკი, ჯანდარა, ყიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.